„ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა“.

პროექტის დასახელება:  „ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა“

დამფინანსებელი ორგანიზაცია: რუსთაველის ეროვნული ფონდი 

პროექტის ხელმძღვანელი: თეა ქართველიშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია რამდენიმე ათეული ათასი ისტორიული საბუთი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი დედანია. ისტორიული საბუთების დედნები შესრულებულია ეტრატზე ან ძველი წარმოების ქაღალდზე. რადგან დედნებზე, როგორც პირველად წყაროებზე, მკვლევართა მოთხოვნა ძალზე მაღალია, აუცილებელი ხდება მათი საცავებიდან ხშირად გამოტანა. ასეთ დროს ირღვევა ექსპონატებისათვის დადგენილი ტემპერატურული რეჟიმი, ამასთანავე, ხდება ხელით შეხება. ყოველივე ეს ზრდის მათი დაზიანების რისკსაც. ისტორიული საბუთების დაცვის და  ამასთანავე, მათდამი მკვლევართა წვდომის უზრუნველსაყოფად, რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა დააფინანსა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მომზადებულიპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 5000 ერთეული ისტორიული საბუთის ელექტრონული ვერსიისა და მონაცემთა ბაზის შექმნას. პროექტი ორწლიანია 4 -2014.  4. დღეისათვის ციფრულად გადაღებულია 1600 ერთეული, ამდენივე საბუთის მონაცემი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში.