“მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

„მშვიდობის კორპუსი“, არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოხალისეობრივი პროგრამა.
უკვე მესამედ, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლობასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცენტრი მასპინძლობს მშვიდობის კორპუსის მოხალისეს.
კეტრინ ვეისტი (Katherine Weist) არის მონტანას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ანთროპოლოგიის დოქტორი.
იგი მეორედ იმყოფება საქრთველოში. 2007 წელს კეტრინი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში, მონტანას უნივერსიტეტსა და აფრიკისა და აზიის ინსტიტუტს შორის და კითხულობდა აფრიკის ისტორიისა და კულტურის კურსს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მშვიდობის კორპუსის მოხალისის მუშაობის ძირითადი მიზანია ცენტრის ინსტიტუციური და პროგრამული განვითარების ხელშეწყობა.