ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი

25 დეკემბერს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის “ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი“ – პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოკუპირებული გალის რაიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მამხუტისა და ქვემო არქევნის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოსა და კაჩაგანის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის (ისტ. ჰერეთი) რაიონისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსწავლეები.

პროექტის მიზანია:
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც ზნეობრივად ამაღლებული პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა;

ექვთიმე თაყაიშვილის პირადი მაგალითების გაცნობით სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.