ცენტრის 2013 წლის ანგარიში განათლების სამინისტროსთვის

19 დეკემბერს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ცენტრის 2013 წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თებერვალში გეგმავს ბოლო წლების ანგარიშის წარდგენას საზოგადოებისთვის, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.