ქართული დამწერლობა (მონაცემთა ბაზა და პალეოგრაფიული ალბომი)

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული პროექტის „ქართული დამწერლობა (მონაცემთა ბაზა და პალეოგრაფიული ალბომი)“ შუალედური პრეზენტაცია, დათარიღებული ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების გამოფენა.

პრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები:

1.დათარიღებული ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ელექტრონული ბაზა (ბაზის აგებისა და მუშაობის პრინციპები);

2.ალეოგრაფიული ალბომის საგამომცემლო მაკეტის სამუშაო ვერსია.