ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ქართული სამოსის დღე

29 სექტემბერს, ქალაქ თბილისში შავფაროსნების და ქართულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების მონაწილეობით ფესტივალი სახელწოდებით ,,ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ქართული სამოსის დღე’’ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, რიყეზე, 17:00 საათიდან, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ბანერების სახით საბრძოლო შინაარსის საკუთარი ექსპონატები წარმოადგინა. აქვე გამოფენილ იქნა ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ჩოხა და დაიდგა საქველმოქმედო ყუთი, რომელშიც საზოგადოებას შეეძლო ჩოხის რესტავრაციისთვის შესაწირი თანხის ჩაგდება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი. მის სამოსს – მუნდირსა და ჩოხას, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, ესაჭიროება რესტავრაცია.

ფესტივალის ფარგლებში სულ შემოვიდა 165 ლარი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი შემოწირულობისთვის მადლობას უხდის ყველა ადამიანს.