ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები

პროექტის დასახელება: ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: აპოლონ თაბუაშვილი

პროექტის შემსრულებლები: აპოლონ თაბუაშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  პროექტის მიზანი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Hd ფონდის სამი საბუთის (№№ 1606, 1611, 9324) მეცნიერული გამოცემა, სათანადო გამოკვლევის და კომენტარების დართვით. აღნიშნულ საბუთებში მოცემულია შიდა ქართლის 60-ზე მეტი  დასახლებული  პუნქტის მოსახლეობის აღწერა. წარმოებული კვლევის შედეგად მომზადდა წიგნი „ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები“, რომელიც გადაცემულია სტამბაში გამოსაცემად