ქართული ლიტურგიკული გრაგნილების მხატვრული გაფორმება

პროექტის დასახელება: ქართული ლიტურგიკული გრაგნილების მხატვრული გაფორმება

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი:ეთერ ედიშერაშვილი

პროექტის შემსრულებლები: ეთერ ედიშერაშვილი, ნინო ციციშვილი.

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  2013   წლებში   შოთა    რუსთაველის    ეროვნული    სამეცნიერო    ფონდის    მიერ გამოცხადებული ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. პროექტის მსვლელობისას განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაო. ჩატარებულმა კვლევამ საქრთველოს მასშტაბით მოიცვა სხვადასხვა საცავში დაცული სრული მასალა, მოხდა ნიმუშთა სისტემატიზაცია, აღწერა, დიგიტალიზაცია; გამოვლინდა სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი 2 ჟამის წირვა. მხატვრულ-სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზის საფუძველზე მოხდა ზოგიერთი მათგანის გადათარიღება. დადგინდა, რომ ქართული მოხატული ლიტურგიკული გრაგნილების ქრონოლოგიური საზღვრები XII-XVIII საუკუნეებში ექცევა,  უმრავლესი მათგანი  XV-XVI  საუკუნეებს მიეკუთვნება.