კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარი

2013 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე, ანა ხარანაულმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ბიბლიის ხელნაწერების კვალდაკვალ – წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის ძიებაში“.მოხსენების მიზანია გაჰყვეს ქართული ხელნაწერების კვალს და მათ ფონზე, უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზოგადად, სილუეტურად წარმოადგინოს: ქართული მწიგნობრული კერების, ბიბლიოთეკებისა და სკრიპტორიუმების ისტორია; ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ისტორია; ქართული ბიბლიის თარგმნისა და მისი ტექსტის ისტორია.