სოტბის აუქციონზე გაყიდული ქართული ხელნაწერის ერთი ფურცელი

17 იანვარს, კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა წაიკითხა მოხსენება სოტბის აუქციონზე გაყიდული ქართული ხელნაწერის ერთი ფურცლის რაობის შესახებ.