იაპონელი ქართველოლოგის მოხსენება

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კორნელი კეკელიძის დარბაზში, იაპონელმა ქართველელოგმა ჰიროტაკე მაედამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ფაზლის ქრონიკა და საქართველო: გიორგი სააკაძის აჯანყება ირანელი ავტორის თვალით”. ნაშრომი ეხება დღემდე სრულიად უცნობ სპარსულ ქრონიკას, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. აღნიშნული თხზულება ძვირფასი წყაროა საქართველოს ისტორიისა და განსაკუთრებით, მისი სეფიანთა ირანთან ურთიერთობის შესწავლისათვის.