მემორანდუმის გაფორმება კავკასიის უნივერსიტეტთან

კავკასიის უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ისეთ ერთობლივ საქმიანობას, როგორიცაა აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის და განვითარების ხელის შეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, სწავლისა და კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განაცხადების მომზადება და განხორციელება, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და განხორციელება, უცხოელ ექსპერტთა მოზიდვა უახლესი საგანმანათლებლო მეთოდოლოგიისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში მიღებული მიღწევების გაცნობისა და დანერგვის მიზნით.