II – საერთაშორისო კონფერენცია ,,ტაო-კლარჯეთი”.

პროექტის დასახელება:  II – საერთაშორისო კონფერენცია ,,ტაო-კლარჯეთი”.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, უკვე მეორედ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენცია გაიმართა 5 და 8  სექტემბერს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება;  ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება;