„ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში”

პროექტის დასახელება: „ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში”

პროექტის ხელმძღვანელი:  ირაკლი სიმონია

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  

პროექტი გულისხმობს ასტრონომიული შინაარსის ქართული, სპარსული და არაბული მასალის შემცველი ხელნაწერების კვლევას, სისტემატიზაციას და მათი მონაცემების ჩართვას საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში; კვლევის არეში შემოდის ნაწილობრივ შესწავლილი და ასტრონომიის ისტორიის თვალსაზრისით დღემდე უცნობი ხელნაწერები, მათი შესწავლა და მნიშვნელობის დადგენა; მასალის კატალოგიზაცია; შეიქმნება მონაცემთა ბაზა და ვებ-გვერდი; გამოიცემა კატალოგი. 2012 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და მიკვლეული შედეგები: 1). ასტრონომიის ისტორიის კუთხით დამუშავდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდის 400 ხელნაწერი და ეროვნული არქივის ხელნაწერთა მთელი ფონდი; 2). შედგა 25 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელნაწერის ბიულეტენი; 3). შედგა 2 ხელნაწერის – A-24, A-108 – ვრცელი, დეტალური ბიულეტენი. პროექტის მოთხოვნის თანახმად, შესწავლილია იერუსალიმისა (161 ერთ.) და A ფონდის (700 ერთ.)  ქართული ხელნაწერები.