ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში


19 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. სტუდენტებს საშუალება მიეცათ სრული ინფორმაცია მიიღოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამჟამად მიმდინარე ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიების კონკურსის თაობაზე, სტიპენდიების გაცემის წესსა და პირობებზე. აღნიშნული სტიპენდიები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის) სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სტაჟირების პროგრამებზე. ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სტაჟირების პროგრამის დებულება, მიღების წესი, თითოეული დეპარტამენტის მიხედვით განსაზღვრულ სამუშაო სპეციფიკა და ვადები.