პოლონეთის ელჩის ვიზიტი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ურშულა დოროშევსკა ეწვია

11 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ურშულა დოროშევსკა ეწვია, რომელმაც დაათვალიერა მუდმივმოქმედი გამოფენა ,,ქართული ხელნაწერი წიგნი”, სადაც ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა წარმოდგენილი ქართული საერო და სასულიერო ხელნაწერი წიგნების მნიშვნელოვანი ნუსხების ასლები, VII საუკუნიდან XVII საუკუნის ჩათვლით.

შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით კი, ხელნაწერი წიგნის შექმნის მრავალეტაპიან პროცესს გაეცნო.