წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია

23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო ცენტრის ორგანიზებით იმართება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია. კონფერენციის ერთ-ერთი მხარდამჭერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 24 ოქტომბერს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის III სესია. ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ორიგინალი ქართული ხელნაწერები.